- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პატარებისთვის სიურპრიზი იყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ, ფოტოსესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან.
ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების“ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალური კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს.
ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ჩატარდა კონცერტი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სხვადასხვა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ა(ა)იპ “აბაშის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების” და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.