- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
“სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.
სამუშაოებს დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უახლოეს მომავალში, პროექტის ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე:
სოფელ საგვაზაოში #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე.
სოფელ ონტოფოსა და ძველი აბაშის შემაერთებელ გზაზე.
სოფელ ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე.
სოფელ ზანათში ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე.
სოფელ სამიქაოში დარცემლიძეების უბანში და ჩორგოლაშვილების უბანში.
ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.
აღნიშნული გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 840 000 ლარი დაიხარჯება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.