- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 5 108 000 ლარით ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
ახალ სასწავლო წელს სააღმზრდელო პროცესი სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში 50 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღის შენობებში დაიწყება.