- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6017 პირი და გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 87, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 86, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.
გუშინ, საქართველოში 20 166 ტესტი ჩატარდა.