- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4785 პირი და გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 008, ქვემო ქართლი – 308, შიდა ქართლი – 435, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 443, კახეთი – 384, მცხეთა-მთიანეთი – 168, სამცხე-ჯავახეთი – 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამავე ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში 52 834 ტესტი ჩატარდა.