- პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონსტი-ტრენერები.
ტრენინგების მიზანია, ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო, ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
უკვე ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები თემებზე: “აგრო-ტურიზმი”, “სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები და ბიოტრანსფორმაცია”, “კომპოსტირება”.
პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC).
თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development