- აბაშის მუნიციპალიტეტში, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, 3,2 კმ-მდე გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯ და ჯ“ ასრულებს.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.