“ჩემი პირველი კომპიუტერი”-წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

  • პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი აბაშის მუნიციპალიტეტის 26 მეათეკლასელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად გადასცა.

პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 15 წელია წარმატებით ახორციელებს.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

+14