- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშაში.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი, დაზიანებულია საახალწლო განათებები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც შესაბამისი სამსახურის ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას განცხადებით, მობილური ჯგუფები მონიტორინგს განახორციელებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სპეციალური კომისიის მიერ მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შესწავლილი ყველა ზარალი.