- წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
აბაშის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, გამარჯვება მოიპოვა სუჯუნის გუნდმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა.
ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
“ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ხვალ, 8 სექტემბერს 15:00 საათზე, მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“, ხელოვნურ საფარიან მინი მოედანზე გაიმართება, ხოლო 16:00 საათზე, აბაშის მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში ასფალტის საფარიან მინი მოედანზე ჩატარდება.