დუტუ მეგრელის საჩუქარი

  • მემატიანე ამბობს: საზოგადო მოღვაწე, პოეტი დიმიტრი ხოშტარია -დუტუ მეგრელი დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.


ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ. 1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წეევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

დუტუ მეგრელმა, მისი ახლობელისგან, აკაკი ხოშტარიასგან მიიღო საჩუქრად სახლი თბილისში, მაჩაბელის ქყჩაზე, რომელიც მან შემდგომ ქართველ მწერლებს გადასცა.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში, ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

  • დუტუ მეგრელის ყველაზე ცნობილი ლექსია “მე პატარა ქართველი ვარ”. რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვერსიით ვრცელდებოდა. მისი სრუკი ვერსია კი ასე იკითხება:

“მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო,
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ, ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთი საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო,
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა ღვთის მშობლისა არის
წილი.
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი,
ხან თუ მტერი აოხრებდა, იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დადგომია, დრო, დავითის და თამარის,
მე პატარა ქართველი ვარ, სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო მე სიცოცხლე და
სიკვდილი!”