მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...

აბაშაში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან და ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა სტუმრებს თავად გააცნო მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ნაკლებად ცნობილი ტურისტულად...

აბაშაში ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები მაგიდის ჩოგბურთში, 3X3 კალათბურთში, მძლეოსნობასა და მინი ფეხბურთში მიმდინარეობდა. ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ....

თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდება ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

აბაშაში ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მხედრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, მერიის სხვადასხვა სამსახურის...