აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა. პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები 29 იანვარს დაიწყო და 35 სოფელში გაიმართა. "მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული...

აბაშის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების...

აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ გაიწმინდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები. შექმნილ ვითარებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა. ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას, შესაბამისი სამსახურის ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ....

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

ასფალტო-ბეტონის საფარის ფენა დაიგო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში

ასფალტო-ბეტონის საფარის ფენა პირველად დაიგო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბოკუჩაოს N2 და N3 ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებში, უგზოობის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, ტერიტორიაზე რთული იყო გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვისაც. ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის მოწყობის საკითხი გადაჭრა. ასევე, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო მარანჭალაში N9,...

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები სუჯუნის, ზანათის, ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა...