გიგა გაბელაია ისრაელის ელჩს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მეგობრობასა და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე, განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობები. გიგა გაბელაიამ ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას...

ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

აბაშაში ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. აბაშის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა. ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა. ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ყაზბეგის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ახმეტის საცხენოსნო კლუბების...

25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

ევროპის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების, ყურება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილ დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილ დიდ ეკრანზე უყუროს. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის დღეს მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობა. 18 ივნისი, 19:00 საათიდან ღია სცენაზე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, ფლეშ-მობი, კვების კუთხე, ახალგაზრდების...

სამინისტრო: ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

“კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის, „კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო, აქციაში ჩაერთვნენ პირველი, მეორე და ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის...

აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მაიდნის, გეზათისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის მიხედვით ადგილზე ეწყობა ხელოვნური საფარი, სპორტული ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გარე განათება, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები. მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან,...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...