აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან, ლევან მელაძესთან ერთად გაეცნო. N141 და N157 საცხოვრებელ კორპუსებთან, წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გადაიჭრა, სადაც...