გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...
ძლიერმა ქარმა აბაშაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ასევე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფება და ადგილზე ეცნობა ვითარებას. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან, 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
23-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში
აბაშაში შინაური და მიკედლებული ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...
უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი განახლდა
აბაშის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, პერსონალთა კარადებით, სხვა ყველა საჭირო ინვენტარით. მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულოები. "აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 415-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ბაღები დაკომპლექტებულია შესაბამისი კადრებით, ყველა აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადებულია. მიმდინარეობს ქალაქ აბაშის N1 ბაგა-ბაღის, სოფელ...
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა...
აბაშაში “ახალგაზრდული დღეები-2024” დასრულდა
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, "ახალგაზრდული დღეები-2024“, ჯგუფი „REGGAEON“-ის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ფოტო: აბაშის მუნიციალიტეტის მერია