აბაშაში ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. "მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები ჭადრაკში, ძიუდოში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბალახის ჰოკეიში მიმდინარეობდა. ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეებს სიგელები გადაეცათ."-აღნიშნულია ინფორმაციაში....

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.