აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საზოგადოებას აბაშის მუნიციპალიტეტში 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე.