3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნის საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ინკლუზიური საზოგადოება - თანაბარი შესაძლებლობების გარანტი“. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სპეციალური მასწავლებლები, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ წარმომადგენლები.