12-14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...

საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. "სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. სამუშაოებს დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, ჯამში...

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად...

“ინკლუზიური საზოგადოება – თანაბარი შესაძლებლობების გარანტი”

3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნის საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ინკლუზიური საზოგადოება - თანაბარი შესაძლებლობების გარანტი“. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სპეციალური მასწავლებლები, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ წარმომადგენლები.

6 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...