აბაშაში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები. აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი. აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად ჩატარდება.