აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ სამიქაოში, ჩორგოლაშვილების უბანში დასრულდა ასფალტის საფარის დაგება. უწყების ცნობით, ასფალტის საფარი უკვე დაიგო დარცმელიძეების უბანშიც. სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის ფარგლებში, ჯამში, ამ ეტაპზე 2,5 კმ გზა მოასფალტდა. უახლოეს მომავალში ასფალტის საფარი დაიგება სოფელ ზანათში, ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.