- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მკვიდრი, 67 წლის მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.