- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და აბაშის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკლასელებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ. 65 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი.
პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.