- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 186 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.
ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 მოქალაქე.
აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 20 პაციენტი.
სენაკი “ლაზიკა მედი” 111 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 ადამიანი.
მარტვილის “ევექსის კლინიკა – 22 პაციენტი.
წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 28 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 341 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კლინიკა “ლაზიკა მედში” სენაკის მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა.