- გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ საგრანტო საგანმანათლებლო პროექტის, ,,მოხალისე წყლის ადვოკატები’’ ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა აბაშელმა ახალგაზრდებმა: ელენე ზანთარაიამ და ბარბარე ჟღენტმა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გაუმჯობესების გზებზე, ასევე უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვაზე, უსაფრთხო სასმელ წყალსა და მის მნიშვნელობაზე.
პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალზე.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს