- აბაშის მუნიციპალაიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დევი სიდამონიძემ და ლაშა თედორაძემ, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი, ჯონი ჩოჩია და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.
უწყების ცნობით, ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თხილის დაცვის პროგრამის განხორციელებას მუნიციპალიტეტში. პირველი ეტაპის აგროქულების ჩარიცხვა მარტის თვეში განხორციელდება. პროგრამაში ჩართულობის მიზნით ეტაპობრივად მიმდინარეობს თხილის ბაღების რეგისტრაცია.