- აბაშის მუნიცციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა თანასწორობის, უფლებების დაცვისა და პატივისცემის ნიშნად აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას.
N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გაიმართა – ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. მოსწავლეებმა პედაგოგის, ელისო გაბელაიას დახმარებით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ღონისძიების მონაწილეებს.
ამ დღესთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეო რგოლის ჩვენება მოეწყო, სკოლის ეზოში გაიმართა პერფორმანსი – 46+1 და უთვალავი წინდის აქცია. წლევანდელი კამპანიის სლოგანია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.