- აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ: სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია.