- აბაშის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდება ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს შპს „კა“.