- ხვალ, 30 ნოემბერს, 13:00 საათზე, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი „ზანა“, 2023 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
“ზანა“ პლეი-ოფის ფინალში თბილისის “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდება.
“გამარჯვების შემთხვევაში „ზანა“ მოიპოვებს 2024 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საგზურს. თითოეული აბაშელის მხარდაჭერა ჩვენი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია.ერთად ვუგულშემატივროთ „ზანას“.-აღნიშნულია აბაშის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.