- აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 15 ადმინისტრაციულ ერთეულში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებსა და თავშეყრის ადგილებს, მოიხრეშა გზები და მოეწყო გზისპირა მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
უწყების ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 500 000 ლარი დაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება, სხვადასხვა სახის საჭიროების მოგვარება მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად.