- 2023 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამით ისარგებლა 2383-მა ბენეფიციარმა, ჯამური თანხა-622 985 ლარი. მათ შორის სამედიცინო მომსახურების პროგრამებით ისარგებლა 628 ბენეფიციარმა, თანხით-269 371 ლარი.
2024 წლიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარამდე გაეზრდებათ შემდეგი პროგრამების ბენეფიციარებს: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა“; ,,ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა“.
ასევე, 2024 წელს ამოქმედდება ახალი მუნიციპალური სოციალური ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა“. დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე შშმ ბავშვები მუდმივად საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობას, სამედიცინო მომსახურეობას და ხელშეწყობას. ამ პროგრამის ამოქმედებით გაიზრდება შშმ ბავშვების და მათი მშობლების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა საჭიროებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის დახმარების პროგრამით (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე) ისარგებლებენ მშობლები, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები 18 წლის ასაკამდე და მიკუთვნებული ექნებათ ,,მარტოხელა მშობლის“ სტატუსი.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს