- აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები სუჯუნის, ზანათის, ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო და სახნავ-სათეს სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვითი სამუშაოები, წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ადგილების მოწყობა დაასახელეს.
დღეს, 1 თებერვალს, შეხვედრები გაიმართება ძველი აბაშის, ონტოფოსა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვალს დასრულდება.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს