- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება.
უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში, 13 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე:
- სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე.
- სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე.
- სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე.
- სოფელ ქვიშანჭალაში N1 და გაუწყინარის N2 ქუჩებზე.
- სოფელ მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.
- სოფელ კეთილარში N6 და N7 ქუჩები რკინა-ბეტონის საფარით მოეწყობა.
პროექტის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 3 767 258 ლარი დაიხარჯება.