- ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მედიკოსს, გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ პირადად მიულოცეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, გოგუცა მირცხულავა-გვაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს გალის რაიონში 8 სოფელს ემსახურებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ტყვარჩელში, მღეროდა, ხელმძღვანელობდა სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების სასკოლო გუნდებს, დღესაც უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ქსოვს, კერავს, წერს ლექსებს. სოფლის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია, არის 4 შვილის, 10 შვილიშვილისა და შვილთაშვილების ბებია.
მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, მამუკა თელია და ამავე სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
გოგუცა მირცხულავა-გვაზავას აბაშის მერია, შესაბამისი მუნიციპალური სოციალური პროგრამის ფარგლებში 1000 ლარს ჩაურიცხავს.