ძლიერმა ქარმა აბაშაში პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ასევე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფება და ადგილზე ეცნობა ვითარებას.

ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც შესაბამისი სამსახურის ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 599 44 88 58 ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს