- აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
“მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები ჭადრაკში, ძიუდოში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბალახის ჰოკეიში მიმდინარეობდა. ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ევროპის სპორტის კვირეული“, რომელიც 23-29 სექტემბრის ჩათვლით იმართება, ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.