- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 12 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე:
სოფელ საგვაზაოში ქუჩა #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე.
სოფ. ონტოფოსა და ძველი აბაშის შემაერთებელი გზაზე.
სოფ. ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე.
სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე.
სოფ.ზანათში ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე.
სოფ. სამიქაოში დარცემლიძეების უბანში და ჩორგოლაშვილების უბანში.
ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 932 342 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე წელს ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე დაიგო:
სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე.
სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე.
სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე.
სოფელ ქვიშანჭალაში N1 და გაუწყინარის N2 ქუჩებზე.
სოფელ მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.
სოფელ კეთილარში N6 და N7 ქუჩები რკინა-ბეტონის საფარით მოეწყობა.
პროექტის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 3 746 662 ლარი დაიხარჯა.