აბაშის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 30-მდე ოჯახს გადაეცა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები, რომელიც 16 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან, ასევე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს გადასცეს. სააღდგომო ნობათები მერის გიგა გაბელაიას, მერის პირველი მოადგილის, ირაკლი პერტენავას, მოადგილის, გიგა ჯვარელიას, მერიის ყველა თანამშრომლის უშუალო ჩართულობით...
სეს-ი აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ სურსათს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...
საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ
28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...
ოთარ შამუგიამ სოფელ სეფიეთში მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო...
მერმა გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე მიულოცა
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მედიკოსს, გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ პირადად მიულოცეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, გოგუცა მირცხულავა-გვაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს გალის რაიონში 8 სოფელს ემსახურებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ტყვარჩელში, მღეროდა, ხელმძღვანელობდა სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების სასკოლო გუნდებს, დღესაც...
თავისუფლების ქუჩაზე, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...
აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება. უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში, 13 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე: სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე. სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე. სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე. სოფელ ქვიშანჭალაში N1 და...
აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20 აპრილს შპს “შანი” საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ. დამატებით ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
აბაშის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, კომისიის თავმჯდომარემ, გიგა გაბელაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 57 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი დახმარებები, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი. 1 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა კატეგორიის...