თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...
აბაშაში, ფონდმა “ნეფამ“ სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში რძის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლების ჩამოყალიბებით“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სათემო ფონდი „ნეფამ“, სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფლად მცხოვრები ქალების მიერ მოკვლეული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ...
მომსახურების სააგენტომ ტრანზიტული ნომრების გაცემის ახალი წესი დანერგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ახალი სამაშველო ვერტმფრენი საქართველოშია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. "სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის...
აბაშის მუნიციპალიტეტში, სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან, ასევე, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში დამონტაჟდება გარე განათება, საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება
აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. „ჭრელი წინდების“ აქციას შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსხურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის...
აფხაზეთიდან დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ 60 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ
აბაშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ 60 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აპარატის თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დევნილებთან შეხვედრაზე იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით...