12-14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...

საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბნიდან საგეგენაოს უბნამდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. "სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. სამუშაოებს დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, ჯამში...

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად...

“ინკლუზიური საზოგადოება – თანაბარი შესაძლებლობების გარანტი”

3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნის საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ინკლუზიური საზოგადოება - თანაბარი შესაძლებლობების გარანტი“. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სპეციალური მასწავლებლები, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ წარმომადგენლები.

6 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...

აბაშის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, შიდა საუბნო გზები. "სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. კოვზა ნაპირებიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. არსებულ ვითარებას ადგილზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი...

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...

ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ცნობილი პოეტისა და ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 140-ე წლისთავისადმი (1884-1954) მიძღვნილი ლიტერატურული საღამო, "მგოსნის გონება სარკეა სულისა“, გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილე, ახალგაზრდებმა წაიკითხეს ალექსანდრე აბაშელის ლექსები, ჩანაწერები, მისადმი მიძღვნილი წერილები, სტატიები, მოგონებები.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.