აბაშის მუნიციპალიტეტში, სტიქიის (პერმანენტული ძლიერი წვიმა) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 350 ლარიანი სასაჩუქრე სასურსათო ბარათები გადაეცათ. ბარათების გადაცემის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით სასურსათო ბარათი 93-მა ოჯახმა მიიღო. სასაჩუქრე ბარათით...
მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...
აბაშაში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 413 000 ლარით დაფინანსდება....
დასრულდა ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები
დღეს, დასრულდა ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობდა. დასკვნით შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტაგუ გეგეჭკორმა შეხვედრის...
ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება
14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილ...
სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 5 108 000 ლარით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი...
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...
სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.
აბაშამ მეოთხედ უმასპინძლა ღია პირველობას მაგიდის ჩოგბურთში
აბაშის მუნიციპალიტეტმა მეოთხედ უმასპინძლა ღია პირველობას მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 12 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აბაშის მუნიციპალოტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U11 U15 U17 პირად ერთეულებში გაიმართა. ღია პირველობაზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 8 მაგიდის ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტიდან...
სამინისტრო: წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...