გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.“კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.გარემოს ეროვნული...
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.“მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად,...
აბაშაში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ:...
საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...
7 აგვისტო გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...
აბაშაში “ზაფხულის საღამოები” გადაიდო
კურორტ შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო 6 აგვისტოს აბაშაში დაგეგმილი ,"ზაფხულის საღამოები” გადაიდო.
აბაშაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება
6 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 19:00-22:00 ორი ფოტოზონა; 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 კულინარიული მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები; 20:00 - 22:00 საათი კონცერტი - ჯგუფი ,,შერეკილები”, ჯგუფი „Corpa...
ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია...
გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები,...