ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პირველობა ჭადრაკში

აბაშის მუნიციპალიტეტში, სპორტსკოლის დარბაზში მესამე დღეა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 12 წლამდე და 18 წლამდე, 98 მოჭადრაკე ასპარეზობს. გამარჯვებულები საფინალო ტურნირში პირველობისთვის იბრძოლებენ. საპრიზო ადგილებზე გასულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. დღეს საჭადრაკო ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის...

“ბრემენელი მუსიკოსები”

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის ძმები გრიმების მუსიკალური სპექტაკლის, "ბრემენელი მუსიკოსების“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, მოსწავლეები. სპექტაკლი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა...

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...

მერია: აბაშაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ასფალტო-ბეტონის საფარი იგება სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ეწერში, N6 და N8 ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. 3 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მოწყობის მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის...

ბავშვთა დაცვის დღე აბაშაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პატარებისთვის სიურპრიზი იყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ, ფოტოსესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან. ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების“ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალური კომპოზიციები და მოძრავი თამაშები...

მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას და საქალაქთაშორისო მგზავრობის რეგულირებას გეგმავს

ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის თაობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს...

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

26 მაისი აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა. ღია სცენაზე...