აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აბაშაში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი, დაზიანებულია საახალწლო განათებები. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს,...
გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს, მათ შორის „ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამხადების ტერადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...
დღეს, აბაშაში საახალწლო ზეიმი გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აბაშაში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტეტუს მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. აბაშაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის...
აბაშაში სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდები (გოგონები და ვაჟები) თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ მიგინეიშვილი და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. გამარჯვებული გუნდები 2023...
აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო 36 კმ გზაზე, ღირებულებით 8 მილიონი ლარი. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შემდეგ ტერიტორიებზე: • ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე გზის მოწყობა ასფალტო ბეტონით; • ძველ აბაშაში...
აბაშაში ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო და სიმღერის სპეციალობების მოსწავლეები. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ღონისძიების ბოლოს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე,...
აბაშაში სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა და ფერმერების კითხვებს უპასუხა, სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ექსტენციონისტმა, კოტე ხუცაიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის...
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში N14 და N12 გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში N14 და N12 გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 19 კმ-მდე გზას. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.