15-18 ნოემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

აბაშაში 27 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 27 წარჩინებული მოსწავლე. პროგრამას "ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8...

მოსახლეობის აღწერა იწყება

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...

15 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14...

აბაშის მერმა საზოგადოებას 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საზოგადოებას აბაშის მუნიციპალიტეტში 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე.

5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

დღეიდან, 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ...

1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. “თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის...

1 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით...