დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის მემორიალთან, მერი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან, აბაშის ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

აბაშაში საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ხელყუმბარა და ტროტილის...

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...

აბაშელი მეფუტკრე უკრაინელ ხალხს თაფლს უგზავნის

მოქალაქე ვერიკო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს: "სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება..."ეს საოცარი ადამიანი მეფუტკრე, იოსებ მუშკუდიანი გახლავთ, დევნილი აფხაზეთიდან. ახლა სოფელ ძვ. აბაშაში ცხოვრობს."კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა... ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო,...

აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატარდა-მერია

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისაგან გაიწმინდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ასევე გაიწმინდა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები. სამუშაოებში ჩართული იყვნენ ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები და ტექნიკა. ამ ეტაპზე ქუჩები მთლიანად გაწმენდილია და გზებზე გადაადგილება უსაფრთხოა.

აბაშაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სანიაღვრე არხები, სკვერები და თავშეყრის ადგილები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები და...

აბაშაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. უკრაინაში აბაშიდან არამალფუჭებადი საკვები, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და ტანსაცმელი იგზავნება. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, აბაშის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად გაეცნო. გარდა საჯარო მოხელეების,...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები და სიმბოლური საჩუქრები, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.