შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შრომის ინსპექციის სამსახური 2020 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამუშაო ადგილებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავებაში. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, სამუშაო ადგილებისთვის შემუშავებულია 41 ზოგადი და სექტორული რეკომენდაცია, რომლის დანერგვაც მნიშვნელოვნად ამცირებს COVID19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს...
საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში...
განათლების სამინისტრო-შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი. “საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა...
კოვიდით ინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2014 პირი და გარდაიცვალა 40 პაციენტი. გუშინ, საქართველოში 54 482 ტესტი ჩატარდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან მაკალათია გახდა
დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე, გიგა ჯვარელია. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს წევრის, ზურაბ შუბლაძის ხსოვნას. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გოგა ქოიავამ გახსნა. სხდომაზე ცნობილ...
საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%,...
აბაშაში გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო აფხაზეთის ქუჩაზე, დავით კაჭარავას მეორე შესახვევში, შუბლაძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე. ასევე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო სოფელ ქოლობანში აგრობაზართან მისასვლელ გზაზე და შუბლაძის ქუჩის ერთი მონაკვეთზე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, „პისიარ“ ტესტით – 19 134. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%....
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუი დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის...
იუსტიციის სახლი – ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის. „გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი. ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა. გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს. აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების...