საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656. კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 077 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 623 პირი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410...

კვების ობიექტები დღეიდან მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ

დღეიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განმარტ გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა – 103, იმერეთი – 572, ქვემო ქართლი – 174, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო –...

აბაშაში, სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და აბაშის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ მიულოცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკლასელებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ....

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.

განათლების სამინისტრო-4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი. “ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2292 პირი. გუშინ, საქართველოში 22 107 ტესტი ჩატარდა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაცვალა 29 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი...